დევი ხეჩინაშვილი: ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში მხოლოდ გამოცდილ კომპანიებს დავუშვებთ

სადაზღვევო ასოციაცია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო

დაზღვევის კანონპროექტზე მუშაობს. კანონი, სავარაუდოდ, 2015 წელს უნდა ამოქმედდეს. ინფორმაციას, რომელიც www.eugeorgi.info- რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის მსგავსი მოთხოვნა არ წაუყენებია.

ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას არც ევროკავშირი ითხოვს და არც

 ლოგიკა“, - ამბობსახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსპრეზიდენტი პაატა შეშელიძე, - „ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება - თუ უნდა დაზღვევა, იყიდოს, თუ არ უნდა, ძალით არ უნდა აყიდინო“.

www.eugeorgi.info კანონპროექტის შესახებ ინფორმაციისთვის სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილს დაუკავშირდა.

-ბატონო დევი, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ დიდი

 ვნებათღელვა მოჰყვა. ჩვენი მკითხველის და მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება სადაზღვევო კომპანიების და მთავრობის სურვილია და ამ კანონის ამოქმედებას

 ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს, მითუმეტეს ასეთი ფორმით და ასე სწრაფად, თითქმის 1 წლის შემდეგ. ცნობილია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ბევრი ვალდებულების შესასრულებლად

 მოსამზადებელი პერიოდი ექნება, რომლის ხანგრძლივობაც რამდენიმე წლით იქნება განსაზღვრული.

-მოლოდინი, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, არც გვქონია. გადასახადი არავის უყვარს. არავის მოსწონს დენის, გაზის და წყლის გადასახადის გადახდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ გადასახადების გადახდა საჭიროა.
ოპონენტებს უნდა დავეთანხმო: ევროკავშირი არ ითხოვს ჩვენგან, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო სისტემა დაუყოვნებლივ ავამოქმედოთ. ივნისში ხელი მოეწერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში საქართველომ უნდა წარადგინოს დღის წესრიგი, ანუ სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება შეთანხმების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულების ვადები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემის შემოღება იქნება.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას. მე ვერ დაგისახლებთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, სადაც ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არ არის. სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს სისტემა არ მოქმედებს. აქედან ერთი საქართველოა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა აფრიკაში. კონსენსუსი, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქვეყანას სჭირდება, არსებობს. ეს არის ისეთი სერვისი, რომლის შედეგი არსად ეჭვქვეშ არ დგება და რომელიც გაჭირვების დროს ყველას სჭიდება. კარგად მოსახმარი სერვისია - ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში იგულისხმება ის, რომ თუ ასეთი დაზღვევის მქონე ადამიანი სხვა ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას ზიანს მიაყენებს, დამზარალებლის ბრალეულობის მიუხედავად ( არა აქვს მნიშვნელობა, დამზარალებელი იყო თუ არა დამნაშავე), დაზარალებული ადამიანის მკურნალობის, ან დაზიანებული ქონების შეკეთების ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. ეს დაზღვევა იცავს დამზარალებელსაც, დაზარალებულსაც და მთავრობასაც. როგორც წესი, ავტოავარიების შედეგად დაზარალებული ადამიანები ფინანსური დახმარებისთვის ხშირად სწორედ მთავრობას მიმართავენ.

- მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფასი - 100-150 ლარი წელიწადში, ძვირია. რა კრიტერიუმებს ეფუძნება ეს ფასი? რატომ 100-150 ლარი და რატომ არა 60-70 ლარი?

- ამ კანონის ჩარჩოები ცნობილია და ნორმები დადგენილი. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური ფასი სპეციალური ფორმულით დგინდება, სადაც შედის მატერიალური ზარალი, სამედიცინო ხარჯები... ამ სფეროში ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული გამოცდილება. გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ერთ დაზარალებულზე მაქსიმალური მატერიალური ზარალისა და სამედიცინო ხარჯების ოდენობის შესახებ. საგზაო შემთხვევებით მიყენებული ტრავმების მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მკურნალობაა მედიცინაში.
ვფიქრობთ, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა თვეში 12-15 ლარი უნდა ღირდეს. დაზღვევის წლიური ფასის დადგენაზე სწორედ ახლა ვმუშაობთ. ზუსტი ფასი მაისის ბოლოს გვეცოდინება. ვფიქრობთ გადახდის ფორმაზეც. გვინდა, რომ ავტომფლობელს დაზღვევის თანხის გადახდა ყოველთვიურად, pay box-ების მეშვეობითაც შეეძლოს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ბაზარზე

  შესაძლოა, ახალი სადაზღვევო კომპანიები გაჩნდნენ, რომლებსაც კანონით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ექნებათ. დაიცავს თუ არა კანონი მომხმარებელს ასეთი კომპანიებისგან?

- ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება. 1998 წელს, იმ დღეს, როცა დაზღვევის შესახებ კანონი ამოქმედდა, 46 სადაზღვევო კომპანია დარეგისტრირდა. გამოცდილებას და კვალიფიკაციას სადაზღვევო სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა, რომ კანონში ჩაიდოს ნორმა და ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სისტემაში დაშვება ჰქონდეთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ავტოდაზღვევაში. ვნახოთ, რა იქნება. კანონპროექტზე აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა, რომ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარვუდგინოთ. დანარჩენი ყველაფერი - კანონის მიღება, არმიღება თუ კანონის მიღების და ამოქმედების ვადა კანონმდებელზე იქნება დამოკიდებული.

09.05.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia