Gulf-მა "ალდაგისგან" 1 მლნ ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღო

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ნავთობკომპანია Gulf-ს 1 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.
ნავთობკომპანიას სადაზღვევო კომპანია "ალდაგთან" 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ქონება (ნავთობ პროდუქტების ბაზა რეზერვუარები, მარაგები და მანქანა–დანადგარები) ასევე პოლისი ითვალისწინებდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას. 2014 წლის ივლისის თვეში, წყალსადენის ქუჩის 11-ში მდებარე კომპანია Gulf-ის ნავთობბაზაზე მომხდარი ხანძრის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა კომპანიის კუთვნილ ქონებას და ასევე, თითქმის სრულად განადგურდა ნავთობ ბაზის გვერდზე მდებარე ავტონაწილების სარეალიზაციო პუნქტების კუთვნილი ქონება. მომხდარი ხანძრის შედეგად Gulf-ს ჯამურად მილიონამდე ლარის ზარალი მიადგა, რაც "ალდაგთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით კომპანიას სრულად აუნაზღაურდა.
სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა, ასევე, მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის დაფარვას. ალდაგმა სრულად აუნაზღაურა მესამე პირებს, 6 მცირე მეწარმეს წყალსადენის ქუჩის #13 მდებარე ავტონაწილების სარეალიზაციო პუნქტისთვის მიყენებული ზარალი.
"ნავთობკომპანია Gulf-თან "ალდაგი" უკვე რამოდენიმე წელია თანამშრომლობს, "ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მუდმივად მოქმედებს ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტის დაცვით. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს იყო საკმაოდ რთული და მასშტაბური სადაზღვევო შემთხვევა, რადგანაც მასში ერთიანდებოდა დაზღვევის რამდენიმე სახეობა და დაზარალებული იყო რამდენიმე მხარე, მომხდარმა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა არა მხოლოდ ნავთობკომპანიის კუთვნილი ქონება, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომპანიების მატერიალური ფასეულობაც. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ზარალის დარეგულირება მოხდა უმოკლეს ვადებში, რათა დაზღვეული მხარის ბიზნეს საქმიანობას შეუფერხებლად და ჩვეულ რეჟიმში განეგრძო მუშაობა", – განაცხადა სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
"2014 წლის ივლისში, ჩვენს ნავთობ ბაზაზე მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად განადგურდა ჩვენი კუთვნილი ქონება და ასევე სოლიდური ზარალი მიადგათ ჩვენი ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ კუთვნილი ქონების გარდა სადაზღვევო კომპანია ალდაგში დაზღვეული გვქონდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობაც. სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" სრულად აგვინაზღაურა მოყენებული ზარალის ოდენობა, რაც ოპერატიულად და მოკლე ვადებში მოხდა, "ალდაგის" დახმარებით ჩვენ შევძელით, მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ის სირთულეები, რაც მომხდარ შემთხვევას შეიძლება მოჰყოლოდა. სასიხარულოა, როდესაც თანამშრომლობ ისეთ ფინანსურად მდგრად და საიმედო პარტნიორთან, როგორიც ალდაგია", – განაცხდა Gulf-ის ფინანსურმა დირექტორმა ლევან გიორგაძემ
 
25.11.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia