დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.თანამდებობიდან წასვლის თაობაზე ნიკოლაძის განცხადება სამსახურის სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარედგინება.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის სათათბირო ოთახში გაიმართა. საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ორი ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან. დღეს პარლამენტში მყოფმა მინისტრებმა პარლამენტი უკომენტაროდ დატოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ონოფრიშვილმა განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან ნიკოლაძის განცხადება პოსტიდან წასვლის თაობაზე დაკმაყოფილებულია. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივაცია უცნობია.
03.12.2014