„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2014 წელს 26%–ით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2014 წელს 26%–ით გაიზარდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა სტამბოლიშვილმა განაცხადა. 

 
 მისი თქმით, წელი კომპანიისთვის წარმატებული იყო რამდენიმე მიმართულებით – სამი კვარტლის მონაცემებით, 26%–ით გაიზარდა მოზიდული პრემია. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, წინსვლაა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. ეს. სტამბოლიშვილის თქმით, ადასტურებს, რომ ადამიანები უპირატესობას კერძო დაზღვევას ანიჭებენ ისეთი უპირატესობების გამო როგორიცაა უკეთესი ხარისხი, კომფორტი და ოპერატიულობა. კომპანიამ დანერგა ინდივიდუალური დაზღვევის ახალი პროგრამა მათთვის, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს. შედეგად, სახელმწიფო სერვისებს კერძო დაზღვევის სერვისები დაემატა და სრულყოფილი პაკეტი მივიღეთ. ამ მხრივ სიახლეები მომავალ წელსაც იგეგმება. ჯანმრთელობის  დაზღვევის მიმართულებით „ჯიპიაიმ“ 23 მილიონი ლარი აანაზღაურა – 50 ათასზე მეტ დაზღვეულს გაეწია სამედიცინო მომსახურება. 
ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომპანიის მონაწილეობა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში 5 ათასზე მეტი ფერმერია დაზღვეული, კომპანიამ უკვე დაიწყო ზარალის ანაზღაურება, ძირითადად კახეთსა და აჭარაში. 

თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავტოდაზღვევაში ერთერთი ლიდერი კომპანიაა. ის პირველი იყო იმ კომპანიათაგან, ვინც შემოიღო ადგილზე ანაზღაურების სისტემა 1000 ლარამდე ზარალის შემთხვევაში. 

2014 წლის სიახლე იყო Bank insurance-ის პროექტიც, რომელიც გულისხმობს ბანკის კლიენტებზე გათვლილ სადაზღვევო პროდუქტებს. 

„პროდუქტი ჩვენი პარტნიორების, ვენის სადაზღვევო ჯგუფის დიდი ჩართულობით შევიმუშავეთ, რადგან ევროპაში სადაზღვევო და საბანკო სექტორი თითქმის ერთნაირად ძლიერია განსხვავებით საქართველოსგან. ჩვენ პირველები ვართ, ვინც დანერგა ეს პროექტი თიბისი ბანკში და მომავალ წელს ეტაპობრივად მას სხვა ბანკებშიც განვავითარებთ,“ – აცხადებს სტამბოლიშვილი. 

მისი თქმით, 2014 წლის ერთერთი მთავარი მიღწევაა 100–ზე მეტი ადამიანის დასაქმება


"კომერსანტი"

 

 

06.01.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia