წევრები

სს სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“-დაარსდა 2001 წლის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში, ორგანიზაცია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“-ს წევრია. „ჯი პი აი ჰოლდინგი“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“-1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც საქართველოში დაზღვევის კულტურასა და ისტორიას ქმნის. ალდაგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ქონების და სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს.

სს სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯია“-ევროინს ჯგუფი ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ოპერირებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრზე. ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია წარმოდგენილია ევროპის 8 ქვეყანაში.

12 წლიანი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი უკვე „ევროინს ჯორჯია“-ს სახელითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო -2004 წელს დაარსდა. 2007 წლიდან კომპანიის ძირითადი აქციონერი-ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია-ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (Vienna Insurance Group AG Wiener Versicherung Gruppe VIG) ხდება. 2010 წლიდან ირაო საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის სერთიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელია დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურების, სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის კორპორატიულ და საცალო სეგმენტში.


 სს სადაზღვევო კომპანია იმედი L” -საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია და ამავე დროს ალდაგის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაა, რომელიც 2014 წლის 1 აგვისტოდან წარსდგა სადაზღვევო ბაზარზე. „იმედი L როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის კუთხით ინოვაციურ პროდუქტებსა და მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს.


სს „ქართუ დაზღვევა“- სს „ქართუ დაზღვევა“ დაფუძნდა 2001 წლის 13 სექტემბერს. ძირითადი დამფუძნებელია (კაპიტალის 82.27%-ის მფლობელი) სს „ბანკი ქართუ“. 2001-2013 წლებში კომპანია ემსახურებოდა „ქართუ ჯგუფი“-ს წევრ კომპანიებს და ახორციელებდა ჯანმრთელობის დაზღვევის სოციალურ პროგრამას საჩხერის რაიონში. 2014 წლიდან აქტიურად გამოჩნდა სადაზღვევო ბაზარზე და უკლებლივ ყველა მომხმარებელს (იურიდიულ და ფიზიკურ პირებს) სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს სიცოცხლისა და არა სიცოცხლის დაზღვევის ყველა სახეობაში. სადაზღვევო კომპანიას გააჩნია წარმომადგენლობები როგორც ბათუმში, ფოთში და თელავში, ასევე პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისა და ფარმაცევტული კომპანიების ფართო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საბროკერო და გადამზღვევ ორგანიზაციებთან: Syndicates of Lloyd's, Allianz, ACE, HDI- Gerling, Munich Re, SCOR, Hannover Re,  Polish Re, Zurich, AXA, Partner Re, Everest, Catlin Re, Trans Re, Trust Re, Sava Re, CHUBB, Generali, General Insurance Corporation of India, AON, Marsh, Mapfre Re, Atradius Re, Ingosstrakh, Willis. 


სს ,,გრინ დაზღვევა საქართველო’’-სს “გრინ დაზღვევა საქართველო” 2013 წელს დაარსდა და ბაზარზე ოპერირებდა “საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“-ს სახელით. 2020 წლის დასაწყისში, ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“, ს.ს. „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ შეიძინა. რებრენდინგის შედეგად შეიცვალა კომპანიის სახელი და „გრინ დაზღვევა საქართველო“ განახლებული პოზიციონირებით წარსდგა სადაზღვევო ბაზარზე.

სს “გრინ დაზღვევა საქართველო”  მომხმარებელს სთავაზობს ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს - ავტომობილის, მოტოციკლის, ქონების, პასუხისმგებლობის, ტვირთისა და სიცოცხლის დაზღვევას, საბანკო გარანტიებსა და სხვ. კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურებას და მუდმივად ზრუნავს კლიენტებსა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაზე.

 სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმი“-დაფუძნდა 2007 წელს სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“-ს სახელწოდებით, აზერბაიჯანის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „სტანდარტ დაზღვევის“ მიერ, რომელიც 20 მილიონი ევროს კაპიტალით, 13 წლიანი წარმატებული ისტორიით და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით უპრეცედენტო ლიდერია აზერბაიჯანის სადაზღვევო ბაზარზე. სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“-მ, 2018 წლის 23 თებერვლიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმი“. კომპანია  პროგრესულად განვითარებადი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ხანგრძლივ ვადიან ურთიერთობასა და ნდობაზეა დაფუძნებული.


სს „თიბისი დაზღვევა“-2016 წლის ბოლოს თიბისი ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა და დღეს ის უკვე „თიბისი დაზღვევის“ სახელით საქმიანობს. ისევე, როგორც თიბისი ბანკისთვის, თიბისი დაზღვევისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული მომსახურებებია. ეს პრიორიტეტი კი მომსახურებაზეც აისახება. ტარიფებისა და მომსახურებების თვალსაზრისით, ახალი ბრენდი თიბისური მენეჯმენტითა და მართვის სტილით სადაზღვევო სფეროშიც ახალ ხელწერასა და მეტ აქტიურობას შეიტანს. თიბისი ბანკის ფილიალებში უკვე იყიდება თიბისი დაზღვევის პროდუქტები: ავტო დაზღვევა, ავტო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, საკრედიტო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სამოგზაურო დაზღვევა, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტისთვის.



სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“– პირველი საერთშორისო, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია საქართველოში. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალმა, საერთაშორისო რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიამ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ დაიწყო ოპერირება. კომპანიის ძირითადი დამფუძნებლები არიან: საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Global Benefits Group და ქართული ჰოლდინგური კომპანია - „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG). Global Benefits Group (GBG) არის 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი და წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. კომპანიას აქვს ოპერირების 36-წლიანი გამოცდილება გლობალურ ბაზარზე, წარმოდგენილია მსოფლიოს 120 ქვეყანაში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. GBG-ის სამედიცინო პროვიადერთა ქსელში გაერთიანებულია 10 000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) 20-წლიანი გამოცდილების ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს ფლობს, საქართველოს ენერგო სექტორზე მკაფიო აქცენტით. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ GBG-ის ოფიციალური რეგიონალური წარმომადგენელია საქართველოში და ახორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებრივი, ასევე, მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას კორპორატიული სეგმენტისათვის. პროდუქტებისა და მომსახურეობის შექმნისას კომპანია ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით ხელმძღვანელობს, რადგანორგანიზაციისა თუ პიროვნების რისკები უნიკალურია და სწორედ ამიტომ, მხოლოდ რისკების საფუძვლიანი ანალიზის შედეგადშეიძლება, საჭიროებებზე იდეალურად მისადაგებული სადაზღვევო გეგმის შექმნა. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მისი სადაზღვევო პროდუქტების საერთაშორისო განზომილება და მომსახურები განსაკუთრებით მაღალი სტანდარტია.


სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“-დაარსდა 2009 წლის 2 ივნისს. დამფუძნებელია „ავერსი ფარმა“. კომპანია 100%-ით ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული. დღეს ალფა ახორციელებს ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას დაზღვევის ყველა სახეობაში, მათ შორის: ჯანმრთელობის, ავტომობილების, სამოგზაურო, ტვირთების, ქონების, სტომატოლოგიური, სიცოცხლის, პასუხისმგებლობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევა. სადაზღვევო პროდუქტების საიმედოობას განაპირობებს საერთაშორისო მაღალრეიტინგული გადამზღვევი კომპანიები. ალფას განვითარება და წინსვლა ყოველთვის მომხმარებლის მოთხოვნების და სურვილების გათვალისწინებით იგეგმება, რაც არის მისი, როგორც კომპანიის განვითარების საფუძველი.


სს „არდი დაზღვევა“ წარმატებული ქართული ბრენდია სადაზღვევო ბაზარზე. კომპანიის ისტორია 2010 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ინოვაციებზე, ახალ მიდგომებზე და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე. ამ მიზნების გათვალისწინებით „არდი დაზღვევა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით. ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციებს. მათ შორის საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს. დაარსების დღიდან კომპანიის სათავეში დგას მრავალწლიანი სადაზღვევო გამოცდილების მქონე მმართველი გუნდი, რაც კომპანიის დინამიური და წარმატებული განვითარების კიდევ ერთი წინაპირობაა.
 

სს „ბბ დაზღვევა“ სს „ბბ დაზღვევა“ სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანიაა. 2017 წლიდან სს „ბბ დაზღვევა“ უმსხვილესი ჩინური ინვესტორის, ჰუალინგ ჯგუფის წევრია. კომპანია გამოირჩევა მარტივი და მოქნილი სადაზღვევო პროდუქტებით: ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა, ავტომფლობელთა  პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.

გამჭვირვალობა, სიმარტივე, სისწრაფე, ინოვაციურობა და კვალიფიციურობა- ეს ის თვისებებია, რომლითაც ბრენდის მოკლე დახასიათება შეიძლება.


სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უნივერსალური, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების სქემის შექმნა. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. კომპანიისთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და მათთვის გამარტივებული, თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მომსახურებების შეთავაზება.


სააქციო საზოგადოება „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ დაფუძნდა 2020 წლის 20 თებერვალს ააიპ „ნიუ ვიჯენ უნივერსიტეტი“-ს საინვესტიციო კაპიტალიდან. გუნდი დაკომპლექტებულია 200-მდე „მაღალკვალიფიციური კადრით, რომელთაც სადაზღვევო და საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.




 
 
 

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia