დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ახალი სალიცენზიო მოწმობის ფორმები დაამტკიცა
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობოს სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებს სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობის ფორმები გადასცა.
დაზღვევის არსებული სალიცენზიო მოწმობის ფორმები 2010 წელს გაუქმდა და მას შემდეგ სადაზღვევო კოპმანიები საქმიანობას ახორციელებდნენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
სსიპ დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურმა დაამტკიცა ახალი სალიცენზიო მოწმობის ფორმები
და მოქმედ 15 სადაზღვევო კომპანიას გადასცა.
"კომერსანტი"
20.04.2015