ვენის სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის, პიტერ ჰაგენის ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 23-24 აპრილს საქართველოს ესტუმრა ადგილობრივ სადაზღვევო სექტორში ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიის, ირაოს აქციების 100 % მფლობელი და "ჯიპიაი ჰოლდინგის" დამფუძნებელი ორგანიზაციის , ვენის სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორი ბატონი პიტერ ჰაგენი.
ვენის სადაზღვევო ჯგუფის მხრიდან ასეთი დონის ვიზიტი აქამდე არ განხორციელებულა, რაც პირდაპირ მიგვითითებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიების, ირაოს და ჯიპიაი ჰოლდინგის, ასევე ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის მზარდი პოტენციალისა და მნიშვნელობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ირაოს და ჯიპიაი ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრებსა,კომპანიების შუა რგოლის მენეჯერებთან, ასევე სსხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.

2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლების გარდა, მედიისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
პიტერ ჰაგენის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროპის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფის დიდ ინტერესს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.

27.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia