სადაზღვევო კომპანიები "იმედი L" და "ალდაგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებენ
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოლდინგიდან აცნობეს, "იმედი L"-ის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 2015 წლის პირველ კვარტალში 32, 220, 021 ლარი შეადგინა.
"2014 წლის აგვისტოში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად "ალდაგის" ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებამ ბაზარზე "იმედი L"-ის ბრენდით განაგრძო ოპერირება და ყველაზე მთავარს - ჯანმრთელობას - ემსახურება.
"იმედი L" კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ინოვაციურ ხაზს ქმნის და მომხმარებელს უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს - 3, 4 და 5 -ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს.
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სადაზღვევო ბარათი სასურველი სამედიცინო მომსახურებებით და მოარგოს მას 3, 4 ან 5-ვარსკვლავიანი სერვისი.
ვარსკვლავიანი სადაზღვევო ბარათის მფლობელი სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და საშუალება აქვს როგორც "იმედი L"-ის მომსახურების ცენტრებში, ასევე, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს ვარსკვლავების შესაბამისი გამორჩეული მომსახურება", - აცხადებენ ჰოლდინგში.
"ინტერპრესნიუსი"
11.06.2015