„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს

 „ჯიპიაი ჰოლდინგში" ზარალების დარეგულრიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება - დაზღვეულები კომპენსაციას 100%ით მიიღებენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის" ანაზღაურების მენეჯერები სტიქიის ღამეს მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და თავდაუზოგავად ცდილობდნენ დაზარალებულების დახმარებას. ცხელ ხაზზე ასამდე შეტყობინება შემოვიდა, ძირითად შემთხვევაში ზარები ბინებისა და მანქანების დატბორვით დაზიანებას ეხებოდა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: „13 ივნისის მოვლენებით ასობით ჩვენი დაზღვეული დაზარალდა - ეს ძირითადად უკავშირდება ქონებრივ რისკებს და ავტომობილების დაზიანებას. ავტომობილების უმეტესობის გამოყენება ფაქტიურად შეუძლებელია. ჩვენი ზარალების მომსახურების ჯგუფი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რომ კვირის ბოლომე სრულად გვქონდეს გაცემული ანაზღაურება და მაქსიმალურად ოპერატიულად განვახორციელოთ დარეგულირების პროცესი."

სტიქიით გამოწვეული სრული ზარალის დაანგარიშება ახლა მიმდინარეობს და ზუსტი ციფრები კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. სავარაუდოდ თანხის მთლიანი ოდენობა 500 000 ლარს გადააჭარბებს.

 

15 ივნისის უქმედ გამოცხადების მიუხედავად კომპანია მიიჩნევს, რომ სადაზღვევო საქმიანობიდან გამომდინარე ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მყისიერი რეაგირებაა. შესაბამისად კომპანიის ცხელი ხაზი და ზარალების ანაზღაურების დეპარტამენტი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. შეუფერხებლად აგრძელებს პაციენტების მიღებას კლინიკა "კურაციოც".

 

სადაზღვევო კომპანიაში ზარების მიღება გრძელდება, შეგახსენებთ ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელი ხაზის ნომერს: 2 505 111.

"კომერსანტი"

15.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia