,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“-ს განცხადება
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროისათვის კომპანიაში შემოსულია 15 შეტყობინება, რომელთა ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 700,000 ლარს აღწევს. პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზარალების რეგულირების დეპარტამენტი, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ზიანის ანაზღაურება. კომპანიის მიერ სრულად არის გადაზღვეული რისკები და დარეზერვებული თანხები, გადამზღვევლებიც ინფორმირებულები არიან შემთხვევების შესახებ, რათა არ მოხდეს ანაზღაურების პროცესის გახანგრძლივება.17.06.2015