პროექტები

  • დაზღვევის მედიაცია
სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების/უთანხმოების არასასამართლო გზით მხარეთა მორიგების მიზნით 2015 წლის 1 მარტს ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციისა“ და  სადაზღვევო კომპანიების მიერ გაფორმდა შეთანხმება  „დაზღვევის მედიაციის”  შესახებ. 
ა(ა)იპ „საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიაციამ“ მომართვების მიღება დაიწყო 2015 წლის 1 აპრილიდან.
სადაზღვევო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების/უთანხმოების შემთხვევაში მორიგების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ „სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის“ „დაზღვევის მედიციას“ სატელეფონო ხაზის მეშვეობით ნომერზე : 2 555 155 (სამუშაო დღეებში 10:00 -18:00)ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:mediacia@insurance.org.ge
  • სადაზღვევო საინფორმაციო ბიურო
2008 წელს სადაზღვევო კომპანიების და სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა შპს “სადაზღვევო საინფორმაციო ბიურო”. „ბიუროს“ საქმიანობის საგანია დაზღვეული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა შეგროვება. 
მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია პროექტში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებულ ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დამდგარი CASCO სადაზღვევო შემთხვევები  2010 წლის 1 ივლისიდან.
მისი მეშვეობით პროექტის მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ გაცვალონ სადაზღვევო ისტორია ავტოდაზღვევაში და ამის საშუალებით დაიცვან კეთილსინდისიერი დამზღვევი და აგრეთვე მოახდინონ “პრობლემური კლიენტების” იდენტიფიცირება. 
>ბაზა აერთიანებს მრავალფეროვან  მონაცემებს ავტოტრანსპორტის და მის მფლობელ ფიზიკური და იურდიულ პირების შესახებ. 
მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ საძიებო - საინფორმაციო სისტემას. ავტოსადაზღვევო შემთხვევების მონაცემების მოძიება შესაძლებელია ავტოტრანსპორტის საიდენტიფიკაციო (VIN) კოდით, ფიზიკური პირის პირადი ნომრით და იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.
დღესდღეობით, აღნიშნული სისტემით მხოლოდ ბიუროს დამფუძნებელი წამყვანი სადაზღვევო კომპანიები სარგებლობენ, თუმცა მონაცემთა ბაზის მოხმარება გარკვეული პირობით ასევე დასაშვებია სხვა სადაზღვევო კომპანიებისთვისაც.

  • სადაზღვევო გზამკვლევი
2010-2015 წ.წ ფუნქციონირებდა სადაზღვევო გზამკვლევი, რომლის მისიას წარმოადგენდა: მომხმარებლის მხრიდან ადექვატური მოლოდინის ჩამოყალიბების ხელშეწყობას; საზოგადოების მოთხოვნის უკეთ გათვალისწინებას; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას; საზოგადოების მხრიდან ინფორმირებული არჩევნის გაკეთების ხელშეწყობას; სადაზღვევო სფეროს დაინტერესებულ მხარეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
სადაზღვევო გზამკვლევის ძირითადი მიზნები იყო სადაზღვევო მომსახურებისადმი მომხმარებლის მოლოდინის გამართლება; მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა; სადაზღვევო მომსახურების ხარისხზე მომხმარებლის გავლენის გაზრდა; სადაზღვევო კომპანიებსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავების არასასამართლო გზით მოგვარება; 
მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების შესწავლა და დანერგვის ხელშეწყობა; სადაზღვევო კოლტურის გაუმჯობესება; 

  • საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური
სადაზღვევო ასოციაციის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შექმნისას მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა სადაზღვევო ურთიერთობათა სუბიექტების დახმარება დავების არასასამართლო გზით მოგვარებაში.
2007-2008 წლებში მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამების განხორციელების შედეგად, მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფნი, პედაგოგები, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები და სხვა საჯარო მოხელეები - დაზღვევის მომხმარებელი გახდა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებიდან ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის სისტემაზე უმოკლეს დროში გადასვლამ, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად გაზარდა დაზღვევასთან დაკავშირებული საჩივრებისა და დავების რიცხვი.
მედიაციის სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საჯარო პრეზენტაციების მეშვეობით, ხოლო მისი თანამშრომლები - სატელეფონო საუბრებითა და ახსნა-განმარტებების მიცემით, ეხმარებოდნენ რიგით დაზღვეულებს, პროვაიდერებს თუ სხვა სამიზნე ჯგუფებს, მიეღოთ პასუხები დაზღვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და არასასამართლო გზით მოეგვარებინათ კონფლიქტური შემთხვევები. საქართველოში მსგავსი სერვისი მანამდე არ არსებობდა. 
 
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia