სადაზღვევო კომპანია "უნისონი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ შეშფოთებას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს და აცხადებს რომ გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.

კომპანია „უნისონში“ დაზღვეული აღმოჩნდა სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი იურიდიული პირის ქონება, მარაგების სახით, რომლის საწყობიც მდებარეობს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სტიქიის შუაგულ ეპიცენტრში.

პირველივე წუთებიდან, ზარალების რეგულირების მობილური ჯგუფი, სხვადასხვა შემადგენლობით, მობილიზებული იყო შემთხვევის ადგილზე და ატარებდა ზარალის რეგულირების პროცედურებს, მონაწილეობას იღებდა როგორც საწყობის ასევე მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში, რათა დაზღვეულის ინტერესებიდან გამომდინარე დროულად მომხდარიყო სტიქიით მიყენებული ზიანის შესაბამისი ზარალის ოდენობის დადგენა და შემდგომ ანაზღაურება.
დღესაც, ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო იგივე სამუშაოები, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა და საწყობში შესული 8 პირის თვალწინ (რომელთა შორისაც 2 მათგანი ჩვენი თანამშრომელი გახლდათ) დატრიალდა ეს ენით აუღწერელი ტრაგედია.

"უნისონი" ისე როგორც, სრულიად საზოგადოება, თავს ვერ ინუგეშებს რომ მისი თანამშრომლები აღმოჩდნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე, შემთხვევით არ გახდნენ ნადირის მსხვერპლნი და უკიდურესად შეშფოთებულია მომხდარის გამო.

17.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia