სტიქიური მოვლენები და დაზღვევა
ბოლო წლების სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სულ უფრო გახშირდა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევები, იქ სადაც ასეთი მოვლენები მისი ეკო სისტემიდან გამომდინარე არ უნდა ხდებოდეს. მარნეულში მომხდარი სტიქია ამის ნათელი მაგალითია.
ბუნებრივი კატასტროფების თანმხლებია დიდი მატერიალური დანაკარგები. შედეგად, შესაძლო სამომავლო ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად დღის წესრიგში დგება სტიქიური მოვლენებისგან დაზღვევა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს ასეთი დაზღვევის განხორციელების და, ზოგადად, ქვეყანაში დაზღვევის კულტურის დონის ამაღლების აუცილებლობა.
21.06.2015