სოფელ კალაურში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს ზარალი აუნაზღაურდა
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში ფერმერ დავით ხუციშვილს სეტყვის
შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.
2015 წლის ივლისში სეტყვამ დავით ხუციშვილს ატმის მოსავლის 72%
გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ 16 500 (თექვსმეტიათას ხუთასი) ლარი
შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დავით ხუციშვილს გამარტივებული
პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.
ფერმერი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „
აგროდაზღვევის“ პროგრამაში 2014 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო. პროექტის
დახმარებით მან 1.8 ჰექტარზე გაშენებული ატმის სამი ბაღი დააზღვია,
სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 2295 ლარი, აქედან სააგენტოს გადასახდელმა
თანხამ 2160 ლარი, ხოლო გიორგი დავით ხუციშვილს მხოლოდ 160 ლარის გადახდა
მოუხდა.
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა
„აგროდაზღვევის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვეო კომპანია ალდაგის
ქონებრივი ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი
ვახტანგ ებიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
გურჯაანის რაიონში დაზარალებულ დავით ხუციშვილს შეხვდნენ და სტიქიის
შედეგად განადგურებული ნაკვეთები დაათვალიერეს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე) უფინანსებს.
25.09.2015