"ჯიპიაი ჰოლდინგი" ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ოფიციალურად ეხმაურება დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის , ბატონ დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" თითქოსდა თავს არიდებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვანის რაიონში კლინიკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

წუხილს გამოვთქვამთ, რომ არასწორი კომუნიკაციის გამო დღეს გავრცელდა "ჯიპიაი ჰოლდინგის" რეპუტაციისთვის შეუფერებელი განცხადებები. გვინდა განვაცხადოთ, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ კომპანიათა შორის, რომელიც ჩართული იყო .. უმწეოთა დაზღვევის პროექტში 2007-2012 წწ. და ამ პროგრამის ფარგლებში სოლიდური ინვესტიცია განახორციელა ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კერძოდ: 16 კლინიკის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში. კლინიკების ოპერირებას ახორციელებს "ჯიპიაი ჰოდლინგის" შვილობილი კომპანია "ჯეოჰოსპიტალსი", რომლის ქსელში ყოვედღიურად ათასობით პაციენტი იღებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას. არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც დიდი ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით მოზიდული იქნა "ჯიპიაი ჰოლდინგის" აქციონერის, ევროპის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" მიერ.

2012
წლის შემდეგ, .. უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რის გამოც უწყებათაშორის კომისიასთან შედგა მოლაპარაკება - მაღალმთიან რეგიონებში არსებული არარენტაბელური კლინიკების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვის თაობაზე. ამავე შეთანხმების ფარგლებში "ჯიპიაი ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიას, "ჯეოჰოსპიტალს" დაეკისრა გარკვეული დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ საგარეჯოს, სამტრედიის, ჭიათურის, გარდაბნის, მარნეულისა და ვანის რაიონებში საწოლფონდის გაფართოება, ამბულატორიების რეაბილატიცა და .. ამ ვალდებულებათაგან უდიდესი ნაწილი შესრულებულია - მაგალითად ჭიათურასა და სამტრედიის რაიონებში, ხოლო სხვა რაიონებში გეგმაზომიერად მიმდინარეობს სარეაბილიატაციო თუ სხვა სახის სამუშაოები - რასაც ადასტურებს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის შესაბამისი ოქმებიც.

რაც შეეხება კონკრეტულად ვანის რაიონს, აქაც არსებული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოები დროულად დასრულდება. "ჯიპიაი ჰოდლინგს" არსად განუცხადებია ოფიციალური უარი ამ ვალდებულების შესრულებაზე.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება მითითებულ ვადებში და ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, კიდევ ერთ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესებაში.

იმედს გამოვთქვამთ, ურთიერთთანამშრომლობის პროცესის გაუმჯებესება ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროცესის დროულად და ადეკატურად დასრულებას.

                                                                                                                      IPN ინტერპრესნიუსი

                                                               15.01.2016

 

15.01.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia