"ჯანდაცვის ასოციაციის" წარდგენის პრეზენტაცია
21 ივნისს, "ჯანდაცვის ასოციაციის" წარდგენის პრეზენტაცია გაიმართა. ასოციაციის დირექტორმა, ნინო მიქავამ, საზოგადოებას ასოციაციის ხედვა, სტრატეგიულ მიზნები და გეგმები გააცნო.საქართველოში ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა, რომელშიც ამ დროისათვის
ქვეყნის მასშტაბით 75 კერძო კლინიკა გაერთიანდა. ასოციაცია მჭიდროდ
ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელს შეუწყობს ქვეყნის
ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელი რეფორმების ეფექტურ მიმდინარეობას.
ასოციაციის წევრობა საქართველოში მოქმედ ყველა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებას შეეძლება. ასოციაციის საქმიანობაში ჩართულები იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, როგორც ქართველი ისე უცხოელი ექსპერტები
22.06.2016