"მე გზას ვუთმობ სასწრაფოს" აქციას "ჯიპიაი ჰოლდინგიც" უერთდება
„აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს“. – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
21.10.2016