სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის დაჯილდოება
მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და ”გორბის” ერთობლივი რიგით მე-17 ბიზნეს დაჯილდოება 10 ნოემბერს „გარდენ ჰოლში“ გაიმართა. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში , ტრადიციულად, საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. წარმატებულ კომპანიებს შორის დასახელებულ იქნა “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი” ნომინაციაში: „პროფესიონალთა გუნდი, უნივერსალური სადაზღვევო პროდუქტები, მომსახურების მაღალი სტანდარტი, საერთაშორისო აღიარება“. ჯილდო გადაეცა “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის” გენერალურ დირექტორს : თენგიზ მეზურნიშვილს.
საქართველოში წელს პირველად მოხდა ინვესტორთა დაჯილდოება (Investment Awards). ნომინაციაში : „წლის უმსხვილესი ინვესტიცია სადაზღვევო სფეროში, მაღალი ტექნოლოგიები, ინოვაციური პროდუქტები“ - დასახელებულ იქნა “სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის” პარტნიორი და წილის მფლობელი კომპანია„საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი“. ჯილდო გადაეცა ჰოლანდიური კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ჯეიკობ ვესტერლაკენს.
18.11.2016