პრემიერის განცხადებით დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში ასახულია ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება. 
„უქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი, მნიშვნელოვნად მცირდება ხარჯები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; საინვესტიციო სააგენტო უერთდება მეწარმეობის სააგენტოს; დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო აღარ დაფინანსდება ბიუჯეტიდან", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"კომერსანტი"
29.11.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia