ბათუმის აქციაზე დაზიანებული საპატრულო პოლიციის მანქანების ზარალს ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს
როგორც "commersant"-ი იუწყება, ბათუმში საპროტესტო აქციის შედეგად დაზიანებული საპატრულო პოლიციის მანქანების ზარალს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი" აანაზღაურებს. თუ რა ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოუწევს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს" და საპატრულო პოლიციის რამდენი მანქანაა დაზიანებული, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანიაში ზარალის კალკულაციის პროცესი დასრულდება.
"კომერსანტი"
16.03.2017