აი სი ჯგუფი
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და გაითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლების მხრიდან ნებაყოფლობითი დონაციების განხორციელებას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგარზრდების დასახმარებლად.
აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებლებსაც შესთავაზებს ფონდში მიკრო-დონაციის განხორციელებას ავტო და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების შეძენისას.
16.03.2017