ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება
ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სავარაუდოდ წელს მოხდება,- ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოესწრება პირველი სავალდებულო დაზღვევა საქართველოში წელსვე ამოქმედდება.
მისი თქმით, საუბარია სატრანზიტო ავტომობილებისთვის ამ ვალდებულების შემოღებაზე.
მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია ითხოვს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი რეგულაციის შემოღებით ქვეყანაში 70 მილიონი დოლარი შემოვა.
"ბიზნესკონტრაქტი"
24.03.2017