ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს სადაზღვევო კომპანია ,,კამარა'’ აზღვევს

2017 წლის 22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის  ჩემპიონატი ჯომარდობაში. 
ღონისძიების ოფიციალური მზღვეველი სადაზღვევო კომპანია ,,კამარაა''. მონაწილეები შეჯიბრის დროს დაზღვეულნი იქნებიან უბედური შემთხვევისგან.
განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია და დიდი ბრიტანეთი.
შეჯიბრი ჩატარდება  6 კაციანი ნავებით – რაფტებით  4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში.
კატეგორიები – 19 წლამდე, 23 წალმდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.
ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).
სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.
ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი  ბატონი ჯო ვილის ჯონსი (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.
გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში  იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში  „ჩექ ინ ჯორჯია სპორტი“.
ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „კამარას“ მიერ.
გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში „ჯომარდია“. 
28 მაისს სპორტსმენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.

22.05.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia