საჩუქარი ყველა ქალბატონს სადაზღვევო კომპანია „ალფასგან“
"სადაზღვევო კომპანია ალფა" მუდმივად ზრუნავს საცალო მიმართულების განვითარებაზე. კომპანიამ წინა წელთან შედარებით ავტო დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო ზრდა განიცადა, კერძოდ კი 2017 წელს დაზღვეული ავტომობილების (7370 ავტომობილი) 80%, 2018 წლის მხოლოდ 2 თვეში შეასრულა. მიმდინარე წლის იანვარ– და თებერვლის მონაცემებით, უკვე 5790 ახალი პოლისი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
კომპანია თავის მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს დამატებით ბენეფიტებსა და საჩუქრებს. ალფა თანამშრომლობს სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებთან, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი მომხმარებლების კომფორტსა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ამჯერად სადაზღვევო კომპანია ალფამ“ ვისოლ ჯგუფთან ერთად ყველა ქალბატონს მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით საჩუქარი გაუკეთა. 7 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ყველა ქალბატონი, ვინც შეიძენს საწვავს თბილისის მასშტაბით ვისოლის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე, საჩუქრად ალფასგან მიიღებს უფასო ავტო ასისტანსის მომსახურებას 2 თვიანი პერიოდით.
აქციის საშუალებით მანდილოსნები აირიდებენ თავიდან ზედმეტ ძალისხმევას, რაც დაკავშირებულია ავტომობილის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლასთან, კერძოდ ავტო ასისტანსის მომსახურებაში შედის: მანქანის დაქოქვა, ევაკუატორის მომსახურება, საბურავის გამოცვლა, საწვავის ადგილზე მიწოდება.
გარდა ამისა, მთელი მარტის თვის განმავლობაში, ყველა ქალბატონი, ვინც დააზღვევს ავტომობილს სადაზღვევო კომპანია ალფაში“, ისარგებლებს სპეციალური, ყველაზე დაბალი ტარიფით და საჩუქრად ალფასგან მიიღებს Alpha Beauty ფასდაკლების ბარათს, რომელიც მოიცავს წარმოუდგენელ ფასდაკლებებს ისეთ პროცედურებზე, როგორიცაა მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი, ტუჩის და ღრმა ნაოჭების კორექცია, კანის მკურნალობა ფოტოთერაპიით / ლაზერით, ეპილაცია დიოდის და ალექსანდრიტის აპარატით, სახის წმენდა, პილინგი, ვიზაჯი, მანიკური, მასაჟები, სპა, პლასტიკური ქირურგია სხვადასხვა წამყვან ესთეტიკურ დაწესებულებებში.
Alpha Beauty ბარათში აგრეთვე შედის ფასდაკლება ფიტნესზე, აქვა აერობიკაზე და მცირე კოსმეტიკურ ოპერაციებზე, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ჩაიტაროს ავერსის კლინიკაში უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით.
სადაზღვევო კომპანია ალფას“ თანამშრომელთა 82%-ს ქალბატონები შეადგენენ. კომპანია მუდმივად ზრუნავს როგორც თანამშრომლების, ისე თავის მომხმარებელი მანდილოსნების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
"კომერსანტი"
08.03.2018