ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ქუთაისში
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი იმერეთში ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს
ალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. 
ქუთაისში 6200 კვ. მეტრის მიწის ფართზე 70-საწოლიანი მრვალაპროფილური კლინიკა აშენდება, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, ტყიბულში 4535 კვ. მეტრის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, თერჯოლაში 2410 კვ. მეტრის მიწის ფართზე 15-საწოლიანი კლინიკა აშენდება, ხოლო 2373 კვ. მიწის ფართობი ხონის 20- საწოლიან კლინიკას დაეთმობა, ამ რაიონების გარდა ალდაგი ბისიაი კლინიკებს ფოთსა და წყალტუბოში ააშენებს. 
საავადმყოფოების მშენებლობას ალდაგი ბისიაი 2011 წლის დეკემბრისთვის დაასრულებს.
			
			12.09.2010
			    






 
	 
	





