სადაზღვევო ასოციაცია მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევას ფორმალობად მიიჩნევს

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის განსაზღვრული რას ფარავს მძიმე, მავნე და საშიშირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევა, რომელიც ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს.
მისი განცხადებით, შესაძლებელია ღირებულება წინასწარ განსაზღვრული არ იყოს, მაგრამ მთავარი დაფარვაა.
„კანონის მოდიფიცირებამ დაავალა შესაბამის სამინისტროებს, რომ შეემუშავებინათ საერთო წესები, თუმცა დღემდე ეს გაკეთებული არ არის. ეს არ არის მარტივი პროცესი, ამაზე უნდა ჩამლოყალიბებულიყვნენ, მაგრამ ახალი არაფერია. კოვიდ პანდემიამ ამასაც შეუშალა ხელი. პაკეტების უმეტესობა, რომელსაც ყიდულობენ, არის იმისათვის, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, ეს არის ფორმალობა. ჩვენ ამას თავიდანვე ვამბობდით, არ დაგვიჯერეს, ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება,“ – აცხადებს ხეჩინაშვილი.
შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან საქართველოში, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს, თუმცა არ არის განსაზღვრული ასეთი პაკეტის მინიმალური ღირებულება.
შესაბამისად, დამსაქმებელს შეუძლია ვალდებულება ფორმალურად, მაგალითად 5-ლარიანი პაკეტის შეძენით შეასრულოს, რაც, დასაქმებულის დაშავების შემთხვევაში, მკურნალობის და რეაბილიტაციის რეალური ღირებულების ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს.
კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელსაც ლიმიტები უნდა დაედგინა, ჯერ 2019 წლის სექტემბერში, შემდეგ კი 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული პროცესი ბოლომდე არ მისულა.
"კომერსანტი"
29.07.2021
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia