ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ


სადაზღვევო პროდუქტი ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ასეთი შეთავაზება დიდი პოპულარობით სარგებლობს და სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაც მაღალია. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი მსხვილი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან მარცვლეული კულტურები დააზღვიონ. მინისტრი ვარაუდობს, რომ მოსავლის დაზღვევით ბევრი კომპანია დაინტერესდება.
„ალდაგი ბი სი აი“ აგროკულტურის დაზღვევის მიზნით მომხმარებლისთვის შესათავაზებელ ახალ პროდუქტზე უკვე მუშაობს, მოლაპარაკებები ამ მიზნით უცხოელ პარტნიორებთანაც მიმდინარეობს, თუმცა პაკეტის პირობებისა და მისი ამოქმედების ვადებზე კომპანიაში ჯერ ვერ საუბრობენ.
ექსპერტების შეფასებით, მარცვლეულის დაზღვევა ამ პროდუქტის იმპორტის შემცირებასა და სხვადასხვა მავნებლების გავრცელების პირობებში მწარმოებლების დანაკარგებისგან დაცვას გამოიწვევს.

12.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia