2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება
1997 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მიღებულ იქნა კანონი დაზღვევის შესახებ. სწორედ ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით „საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის“ გადაწყვეტილებით 2022 წელს ეს დღე დაზღვევის დღედ იქნა დაწესებული.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობით, საქართველოში უკვე მეორედ, 2 მაისს აღინიშნება დაზღვევის დღე. გაიმართა ღონისძიება, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სადაზღვევო სფეროს მიღწევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი დევი ხეჩინაშვილი და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ცერცვაძე.
დაზღვევის დღესთან დაკავშირებით, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის ინიციატივით საქართველოში დაზღვევის ცნობადობისა და კულტურის ამაღლებისაკენ მიმართული სპეციალური კამპანია მიეძღვნა. კამპანიაში ბაზარზე მოქმედმა 17-მა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
დააზღვიე, სანამ ურემი გადაბრუნდება - ყველასათვის ცნობილი ქართული ანდაზის ეს პერიფრაზი დაედო საფუძვლად კრეატიული პოსტერების სერიას, რომელიც დაზღვევის დღისთვის შეიქმნა.
აღნიშნულ კამპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეურთდნენ და საკუთარი შეხედულებით დაზღვევის საჭიროებასა და სიკეთეებზე მწერალმა და ბლოგერმა - დათო გორგილაძემ და ახალგაზრდა თაობის ნიჭიერმა მუსიკოსმა - ნანა ჩარკვიანმა ვიდეო ბლოგებში ისაუბრეს. სადაზღვევო ასოციაციის ჩართულობით მომზადდა შემეცნებითი კროსვორდი და დაზღვევის შესახებ გავრცელებული რამდენიმე მითი და რეალობა შემეცნებითი მიზნებისთვის.
"სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას"