კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარებას ხელს მოქმედი კანონმდებლობა უშლის - ასოციაციის პოზიცია

ის, რომ კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი 2023 წელს მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, დაზღვევის სექტორში მოქმედი კანონმდებლობის შედეგია. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კერძო დაზღვევით  730 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. კითხვაზე, რატომ არ იყენებს ამ შესაძლებლობას მეტი ადამიანი, ხეჩინაშვილი პასუხობს, რომ ესაა იმ პრინციპის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა და რომლის თანახმადაც, თუ ადამიანი კერძო დაზღვევას შეიძენს, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლებას კარგავს.
„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ასეთი არასამართლიანი წესი მოქმედებს, რომ შენ თუ დაეზღვევი, დაკარგავ იმას, რაც შენ გეკუთვნის სახელმწიფოსგან,“- განაცხადა ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და, შესაბამისად, კომპანიები ფასებს ხელოვნურად ვერ გაზრდიან.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი კი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორში ზარალიანობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ჯანდაცვის სფეროში. ამიტომ ვინც ამ სფეროში საქმიანობს, მათი მომგებიანობა ძალიან დაბალია.
„2020-2022 წლებში, როცა ფასი ყველაფერზე გაიზარდა, ეს კომპანიები ფასს ვერ ზრდიდნენ, რადგან კონტრაქტი უკვე დადებული იყო. ამიტომ მათ ფასების კორექცია 2023 წელს მოახდინეს. შედეგად, პაკეტები უმეტეს შემთხვევაში გაიზარდა 2023-ში და არა 2022-ში, როცა ეს უნდა მომხდარიყო,“- განაცხადა ონოფრიშვილმა.
"კომერსანტი"
22.01.2024
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia