ცნობილი ადამიანების სადაზღვევო ახირებები

პირველად ცნობილი ადამიანებიდან სხეულის ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი 120 ათას დოლარად მკერდი, სოფი ლორენმა დააზღვია. ასევე ცნობილმა ლამაზმანმა ჯინა ლოლობრიჯიდამ კი გადაწყვიტა, რომ მისი მკერდი გაცილებით ძვირი - 600 ათასი დოლარი ღირდა. მომღერალ მადონას მოუნდა ყველასთვის გადაესწრო. მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა მას უარი უთხრეს, რადგანაც გადაჭარბებულად მოეჩვენათ მისი წინადადება - მკერდი 12 მილიონ დოლარად დაეზღვია. მათ განაცხადეს, რომ მიიღებდნენ მომღერლის წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ საქმე მის ხმას შეეხებოდა. ხმის დაკარგვის შესახებ პირველს, მარლენ დიტრიხს შეეშინდა. მან ხმა იმ პერიოდში ასტრონომიულ თანხად – მილიონ დოლარად დააზღვია.

ევროპაში გასტროლების წინ ცნობილმა მომღერალმა თინა ტერნერმა თავისი თავი 8 მილიონ დოლარად დააზღვია. შეთანხმების მიხედვით, მისი სხეულის თითო ნაწილი სხვადასხვა თანხით იყო დაზღვეული. აქედან გაირკვა, თუ რას უფრთხილდება ის ყველაზე ძალიან. პირველ ადგილზე მისი ხმა, მეორეზე ფეხები, მესამეზე კი მკერდი აღმოჩნდა.

12.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia