სამედიცინო დაზღვევის ახალი სქემა
სან-ფრანცისკო მალე შესაძლოა გახდეს ერთადერთი ადგილი, სადაც დასაქმებულ ადამიანს სქესის შეცვლას დაზღვევა დაუფინანსებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მერიის საბჭო სამედიცინო დაზღვევის ახალ სქემას მოიწონებს. სამი კერძო სადაზღვევო კომპანია უკვე მზადაა, როგორც ოპერაციის თანხა, ისე ჰორმონალური პრეპარატები და ფსიქოლოგის სამსახურისთვის დახარჯული თანხა დააფინანსოს. ადამიანის უფლებების დამცველმა კომისიამ სამედიცინო დაზღვევის ასეთი სქემა ჯერ კიდევ 1994 წელს წარმოადგინა. როცა გამოქვეყნებული იყო ანგარიში ტრანსექსუალების დისკრიმინაციის შესახებ. ამჟამად, სქესის შეცვლის ოპერაცია მსურველს 77 ათასი დოლარი უჯდება. ახალი სქემის მიხედვით, იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიამ დააფინანსოს ოპერაცია მსურველი ერთი წლის განმავლობაში ამ პოლისის მფლობელი უნდა იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველს ამ თანხის დაახლოებით 15 პროცენტის დაფარვა მოუწევს.
12.09.2010