დაცვა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის
იაპონიის უნივერსიტეტებში დაზღვევის ახალ სახეობას სთავაზობენ პედაგოგებს ჩამპუს Gუარდ. ახლა მასწავლებელი, რომელიც 14, 5 ათას დოლარს გადაიხდის, 393 ათას დოლარს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მასზე სექსუალურ ძალადობას განახორციელებს. იმავე თანხით შესაძლოა აბიტურიენტის დაზღვევაც, რომელსაც ეშინია, რომ კომპიუტერი მისაღები გამოცდების დროს, მისი დავალების დამუშავებისას შეცდომას დაუშვებს. ეს ბოლო სიახლე მას მერე დაინერგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო მისაღებ გამოცდაზე კომპიუტერის შეცდომის გამო უნივერსიტეტის კარებს მიღმა 428 აბიტურიენტი დარჩა
12.09.2010