ლაგოდეხში 15 საწოლიანი კლინიკა აშენდება

„არქიმედეს გლობალ ჯორჯია" ლაგოდეხში 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
წნორში „არქიმედეს გლობალ ჯორჯია" 15-საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფოს ააშენებს. 
„არქიმედეს სამედიცინო ცენტრში" განთავსდება მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი, ამბულატორიული და სამშობიარო განყოფილებები, კეთილმოწყობილი პალატები 15 კაცზე. საავადმყოფოს მშენებლობის საინვესტიციო ფონდი შეადგენს 1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 
საავადმყოფოს მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დასრულდება. 
სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაზღვევის მომსახურების შეძენაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" 31 183 ბენეფიციარის მიზიდვა მოახერხა. ამ პროექტის ფარგლებში კომპანია ორ კლინიკას წნორსა და ლაგოდეხში ააშენებს.

12.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia