საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი ინიციატივა

2010 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტის პარტნიორული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 
ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნას.
პროექტის - "თანამშრომლობა სადაზღვევო კულტურის ასამაღლებლად ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის განათლების მეშვეობით" - მიზანს წარმოადგენს ასევე როგორც გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სადაზღვევო ინდუსტრიის შექმნის ხელშეწყობა, ასევე მომხმარებლის ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება მისი სადაზღვევო პროდუქტებით დაინტერესების და სარგებლიანობის გაზრდის მიზნით.
პრეზენტაციაზე საქართველოს სადაზღვევო კომპანიებმა წარმოადგინეს ინფორმაცია როგორც თავიანთი სამომავლო გეგმების, ასევე უკვე მიმდინარე პროექტების და მშენებარე საავადმყოფოების შესახებ ჰოსპიტალური სისტემის რეფორმის პროექტის ფარგლებში.
პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე. რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების პირველივე დღეებიდან განსაკუთრებულად დაინტერესდა სადაზღვევო სფეროთი და იქ მიმდინარე მოვლენებით.
პრეზენტაციის დასასრულს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს.
რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი ყველა კომპანიისთვის, რომელსაც სურს პასუხისმგებლური კორპორატიული ქცევის მქონე პირის რეპუტაციით წარსდგეს ქართული საზოგადოების წინაშე.
იგი განსაზღვრავს სადაზღვევო სექტორის განვითარების ეთიკურ ჩარჩოებს და ძირითად ფასეულობებს.
აღნიშნული ფასეულობები ეხება მოცემულ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ ყველა ტიპის ურთიერთობებს და წარმოადგენს ყველა ბიზნეს-ურთიერთობის
საფუძველს.

28.09.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia