მედიაში ყველაზე აქტიური სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი“-ა

კომპანია ”ტერა მედიამ” გაზეთ "ფაინენშელის" დაკვეთით მედიაში სადაზღვევო კომპანიების და მათი ბრენდების აქტიურობის ექვსი თვის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, აქტივობის მხრივ კვლავ ლიდერობენ „ალდაგი-ბისიაი“, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ალფა“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „ირაო“ და „იმედი ელ“-ი. ცვლილება მხოლოდ „იმედი ელ“-ის და „ირაოს“ მონაცვლეობაში აისახა: „იმედი ელ“-მა პოზიცია „ირაოს“ დაუთმო. კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სფეროს აქტივობა განაპირობებს სადაზღვევო სექტორის აქტივობას მედიაში.
05.10.2010