„პეგასუსის“ მგზავრებს „ჯი პი აი ჰოლდინგი“ დააზღვევს
”ჯიპიაი ჰოლდინგი” ავია კომაპნია ”პეგასუსთან” ერთად საქართველოში უპრეცედენტო პროექტს იწყებს:„პეგასუსის“ ყველაზე იაფი ბილეთის მფლობელი დაზღვევას უფასოდ მიიღებს. ავია ბილეთების რეალიზაციას „ჯორჯიან ავია სერვის ეჯენსის“ განახორციელებს. „ჯი პი აი“ კი, რომელიც საქართველოში „პეგასუსის“ ექსკლუზიური წარმომადგენელია, უზრუნველყოფს, რომ ყველა ბილეთს გარანტირებულად ახლდეს მოგზაურობის გადადება–გაუქმების, ფრენის შეფერხების, ბიზნეს-მივლინების და ბარგის დაკარგვის დაზღვევა. თურქული ავია კომპანია ”პეგასუსი” ფრენას 10 ოქტომბრიდან დაიწყებს.05.10.2010