Prudential- ის სიცოცხლის დაზღვევა 850 მილიონ დოლარად შეაფასეს

ამერიკაში სიცოცხლის დაზღვევის სიდიდით მეორე კომპანია  Prudential Financial Inc. თავისი განყოფილების გაყიდვას 850 მილიონ დოლარად აპირებს. სწორედ ეს განყოფილება, ოღონდ ორჯერ ნაკლებად ფასად, კომპანიამ 2004 წელს შეიძინა. სიცოცხლის დაზღვევის ამხელა განყოფილების გაყიდვა, ექსპერტების აზრით, ქვეყანაში საბროკერო კომპანიებს შორის კონსოლიდაციის ტალღას ააგორებს. დღესდღეობით დაახლოებით 100 ასეთ კონკურენტს ითვლიან. განყოფილების გაყიდვის მიზეზად კომპანია არაპროფილური აქტივების მოშორებას ასახელებს. პოტენციურ მყიდველთა შორისაა KB Financial Group, HSBC, Lotte Group и Hanwha Group. Prudential სამხრეთ კორეაში ყველაზე მსხვილი აქტივების მქონე უცხოური კომპანიაა. ამ ქვეყნის აქტივების ბაზარი 300 მილიარდი დოლარია, ამერიკულმა სადაზღვევო კომპანიამ კი ლიდერის პოზიცია საპენსიო აქტივების ზრდაზე ფსონის გაკეთებით მოიპოვა. 

07.10.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia