"იმპოკრედიტი"- ახალი, ერთობლივი პროდუქტი

ფინანსირება, ტრანსპორტირება, დაზღვევა - კომპლექსური მომსახურებით სარგებლობა 2010 წლის 6 ოქტომბრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ. "იმედი ელ"-მა, "ბითიეი ბანკ"–მა და "Silk Road Group"-მა ახალი პროდუქტი - "იმპოკრედიტი" შეიმუშავეს. პროდუქტით სარგებლობისას ბითიეი ბანკი სესხს უმოკლეს ვადაში გასცემს, "Silk Road Group"-ი მომხმარებელს უსაფრთხო ტრანსპორტირებას შესთავაზებს, ხოლო ტვირთის აუცილებელ დაზღვევას განსაკუთრებული პირობებით "იმედი ელ"-ი უზრუნველყოფს. ბიზნესმენები, რომლებიც 15 ნოემბრამდე "იმპოკრედიტით" ისარგებლებენ, კომპანიისგან საჩუქრად უფასო დაზღვევას მიიღებენ.
15.10.2010