კერძო საპენსიო ფონდები სახელმწიფოსგან სტიმულირებას საჭიროებენ
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო საპენსიო ფონდებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს.
კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, სისტემა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს და ხალხის დაინტერესება გამოიწვიოს, მთავრობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით საპენსიო ფონდებში მოზიდული პრემია 100%-ით გაიზარდა, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობა კერძო საპენსიო ფონდებში არ გაზრდილა და მხოლოდ მათი შენატანები გამსხვილდა. მიმდინარე წლის 6 თვეში კერძო საპენსიო ფონდებში მოზიდულმა თანხამ 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.
21.10.2010