რატომ არის სადაზღვევო საქმის სწავლა არაპოპულარული?
საქართველოში სადაზღვევო საქმის შესწავლა ნაკლებად პოპულარულია. სტუდენტები ძირითად ყურადღებას საბანკო საქმის შესწავლას უთმობენ. სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე გავრცელებული გამოკითხვის შედეგებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძეც ეთანხმება. მისი თქმით, საქართველოში დაზღვევა, როგორც დარგი, ნაკლებად ისწავლება. დაზღვევის სამაგისტრო პროგრამა მხოლოდ ერთ ინსტიტუტს აქვს. ამიტომ ცალკეულ სადაზღვევო კომპანიებს, მათ შორის „ალდაგს“ საკუთარი სასწავლო პროგრამა აქვს შემუშავებული, რომლის გავლაც ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა.
იგივე აზრის არის "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ნიკა რამიშვილი. მისი თქმით, გასულ წელს სადაზღვევო ბაზარი განახლებული აღრიცხვიანობის სისტემაზე სწორედ სპეციალისტების ნაკლებობის მიზეზით ვერ გადავიდა. საქართველოში დაზღვევის პროფესიული სწავლება არ ხდება და, ცხადია, სადაზღვევო ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობაა.
ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებშიც აღიარებენ, რომ სადაზღვევო საქმე საქართველოში არასათანადოდ ისწავლება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტის დეკანის რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, მათთან არსებობს საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობა, თუმცა სწავლებისას ძირითადი ორიენტირი საბანკო საქმეზეა აღებული.
ამავეს აცხადებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათი თქმით, საფინანსო სპეციალობის სტუდენტები სადაზღვევო საქმის კურსსაც გადიან, თუმცა ცალკე დაზღვევის სპეციალობა არ გააჩნიათ.

08.11.2010