„ჯიპიაი“-ს დაზღვევის საფასურის გადახდა გამარტივდა

"ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის საფასურის გადახდა ან საპენსიო ფონდის შენატანის გაკეთება ამიერიდან მარტივად და კომფორტულად სწრაფი გადახდის აპარატების PAYBOX, TBC PAY და OSMP საშუალებით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში არის შესაძლებელი. სწრაფი გადახდის აპარატები განთავსებულია ქალაქის დიდ სავაჭრო მაღაზიებში, აფთიაქებში და მაცნეს ჯიხურებში.
დაზღვევის საფასურის გადახდა გამარტივებულად მიმდინარეობს. ამ სერვისით სარგებლობას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მეშვეობით შეძლებთ.
"ჯი-პი-აი ჰოლდინგის" გადახდები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, სწრაფი გადახდის აპარატების ეკრანზე აბონენტს პასუხად უბრუნდება ინფორმაცია დაზღვევის ტიპის შესახებ, ხოლო შეყვანილი თანხა მომენტალურად აისახება მის ბალანსზე. რაც მთავარია, კლიენტს არ ჩამოეჭრება სწრაფი გადახდის აპარატების მომსახურების საფასური.
ნიკოლაი კობზევი, ჯიპიაი ჰოლდინგის IT განყოფილების უფროსი: „ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია ჩვენ კლიენტებს მარტივი და კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენ მათ დროსა და ენერგიას ვუფრთხილდებით. სწორედ ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა PAYBOX, TBC PAY და OSMP წარმომადგენლებთან. სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობა ქალაქის უამრავ ადგილას არის შესაძლებელი, შესაბამისად სადაზღვევო თანხის შენატანის გაკეთება უფრო მოსახერხებელი გახდა ჩვენი დაზღვეულებისთვის.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ–ერთი პირველია სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა საცალო გაყიდვების კუთხით და ფასით და პირობებით ყველაზე ოპტიმალური პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს. კომპანია 200 000–ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება; 2009 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მოზიდულმა პრემიამ 65 მილიონი ლარი შეადგინა.

06.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia