პლასიდო დომინგოს საქართველოში მოგზაურობა ”ჯიპიაიმ” დააზღვია

"ჯიპიაი ჰოლდინგმა”  ქ. ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტის სადაზღვევო მხარდაჭერა უზურნველყო. ნინო კობახიძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი: ”ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია, რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ მართლაც ძალიან მნიშვნელვან მოვლენაში. მსგავსი ღონისძიების ორგანიზება ყოველთვის დიდი ძალისხმევას მოითხოვს და კომპლექსურ რისკებთან არის დაკავშირებული. მოხარეულები ვართ, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში.”
სადაზღვევო პაკეტი მოიცავდა პასუხისმგებლობის რისკებს და პირველადი საჭიროების სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. კონცერტის ორგანიზატორთა მოთხოვნით ”ჯიპიაი ჰოლდინგის” კლინიკის - ”კურაციოს” ორი ექიმი სპეციალურად იქნა წარგზავნილი ქ. ბათუმში. "ჯიპიაი ჰოლდინგი” უკვე მეათე წელია სადაზღვევო მომსახურებით უზრუნველყოფს არაერთ მსხვილ საინვესტიციო თუ სხვა სახის ფართომასშტაბიან პროექტებს. დღეს ამ მომსახურებით 1000-ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოური კომპანია სარგებლობს. სადაზღვევო პორტფელი შედგება ისეთი კომპლექსური რისკებისგან, როგორიცაა სამშენებლო, საავიაციო, სატრანსპორტო, აგროსაწრეწველო და სხვა ინდუსტრიული რისკების დაზღვევა.
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობის მიზნით”ჯიპიაი ჰოდლინგი” რამდენიმე პროექტს ახორციელებს - მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესია თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრთან. აღსანიშნავია, რომ 2007 – 2010 წ.წ. საქართველოს ეროვნულ საქართველოს ეროვნული საგანძურის მსოფლიო ვოიაჟი ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ არის დაზღვეული .

06.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia