კასკო დანაზოგი ოჯახისთვის

დაზღვევის საერთაშორისო  კომპანია ,,ირაო’’-მ ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს – ,,კასკო დანაზოგი ოჯახისთვის” –ოჯახის ნებისმიერი 2 წევრის ავტომობილის დაზღვევა 1-ის ფასად.
დაზღვევის საერთაშორისო  კომპანია ,,ირაო’’ – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, აქტიურად აგრძელებს საცალო ბაზარზე ოპერირებას და ბაზრის მოთხოვნებიდან და მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე, ,,ირაო”-მ ოჯახი ცალკე მიზნობრივ სეგმენტად გამოყო და ამის მიხედვით  ავტომობილის დაზღვევის ახალი პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს – ,,კასკო დანაზოგი ოჯახისთვის” –ოჯახის ნებისმიერი 2 წევრის ავტომობილის დაზღვევა 1-ის ფასად. ეს არის ძალიან ხარჯეფექტური და ეკონომიური პროექტი.
სადაზღვევო ტარიფი, ასევე პროდუქტის კონცეფციიდან გამომდინარე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული კრიტერიუმებით განისაზღვრა და შეადგენს წლიურ 5%ს.
კომპანია ,,ირაო” ორიენტირებულია არამხოლოდ კასკოს პორტფელის გაზრდაზე, რომელიც აისახება მოზიდულ პრემიაში, არამედ კომპანიის საბოლოო მიზანია სრულად გაამართლოს მომხმარებლის მოლოდინი, რისი შესაძლებლობებიც კომპანიას ნამდვილად გააჩნია.        მომავალში დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ,,ირაო”- ვენის სადაზღვევო ჯგუფი  საკმაოდ ბევრ სიახლეებს ჰპირდება მომხმარებელს. იგეგმება როგორც კორპორატიულ ასევე საცალო ბაზარზე კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება, არსებული პირობების გაუმჯობესება და სხვა მრავალი საინტერესო პროექტების განხორციელება.



01.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia