სავალდებულო დაზღვევა შესაძლოა აღდგეს?

სადაზღვევო ასოციაცია ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის დაბრუნების ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივის მიხედვით, ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ღირებულება 150 ლარს უნდა შეადგენდეს.
ამით ავტოსაგზაო შემთხვევისას სადაზღვევო კომპანია იმ პირისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს, რომელიც სადაზღვევო პოლისის მფლობელმა დააზარალა.
სადაზღვევო კომპანია "იმედი ელში" აცხადებენ, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მთელს მსოფლიოში სავალდებულოა.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში ავტომობილის მეპატრონეს სასამართლო სირთულეების თუ მის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების დაკარგვის საფრთხე არ ექმნება, რადგან მიყენებულ ზარალს მთლიანად სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.
ამასთან, ნიკა ჩიხლაძის ინფორმაციით, პასუხისმგებლობის დაზღვევას დღეს ბევრი ავტომფლობელი  ახდენს. მისივე თქმით, დაზღვევის ტარიფები ავტომობილების სიმძლავრიდან გამომდინარე დადგინდება.



22.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia