უნიკალური პროდუქტი ალდაგი ბისიაის-გან

2011 წლის დასაწყისში სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევის უნიკალურ პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ „ალდაგი ბისიაის“ 2010 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პროდუქტში სამედიცინო მომსახურების თითქმის მთელი სპექტრი იქნება მოცული.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ახლო მომავალში „ჩემი ოჯახის კლინიკის“ კიდევ ერთი ახალი, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ფილიალი გაიხსნება.
რაც შეეხება 2010 წლის განმავლობაში „ალდაგი ბისიაის“ მიერ მოზიდულმა პრემიას, მან 69,753,730 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ანაზღაურებულმა ზარალმა 33,147,804 ლარი. კომპანიის პორტფელის ნახევარი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის, „ალდაგი ბისიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებით 204 ათასი ადამიანი სარგებლობს, მხოლოდ სახელმწიფო პროექტებში 91 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.
„20 წლის განმავლობაში უცვლელი ლიდერები ვართ. პირველები ვართ ყველა მიმართულებით, იქნება ეს მომგებიანობა, შემოსავლები, ზარალის ანაზღაურება, პროდუქტების რაოდენობა და სხვა. ვაპირებთ სადაზღვევო სექტორში ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

 

25.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia