სადაზღვევო პასუხისმგებლობა სამშენებლო სფეროში

საფრანგეთში სამშენებლო ინდუსტრიის დაზღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კლიენტს და დამპროექტებელს, ასევე სამშენებლო კომპანიას თავისი დაზღვევა გააჩნია. ყველა ტიპის პასუხისმგებლობას ფარავს დაზღვევა და საერთოდაც ყველა სადაზღვევო კომპანია დაინტერესებულია მხარებს შორის დავის მოგვარებაში. ე.წ. „სპინეტის კანონი“ (1978 წლის 4 იანვარი) სამშენებლო პროცესის ყველა მონაწილეს თანაბრად განიხილავს და პასუხისმგებლობებს „უნაწილებს“.
პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმება მოქმედებას იწყებს სამუშაოს კონცეფციის განსაზღვრის მომენტიდან და  სამუშაოს დასრულების შემდეგ 30 წლის განმავლობაშიც შეიძლება გაგრძელდეს. ე.წ. „სპინეტის კანონი“ მოითხოვს ყველა მონაწილისგან დააზღვიოს თავისი რისკი სამუშაოს დასრულებამდე.
კლიენტს ან ინვესტორს, ვისაც მშენებლობის დაწყება სურს,  აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღებული შენობის დაპროექტებისთანავე პასუხისმგებლობის 10 წლიანი დაზღვევა (პოლისი სახელად Dommage Ouvrage), რომელიც დაფარავს ყველა მოსალოდნელ „უსიამოვნებას“.საფრანგეთის მაგალითი მოქმედებს ფინეთში, ესპანეთში, შვედეთში.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ 1804 წელს იყო ჩადებული მოთხოვნები სამშენებლო სამუშაობის მმართველისა და არქიტექტორის  პასუხისმგებლობის შესახებ. იმ დროიდან მოყოლებული, თუ შენობა დეფექტის გამო ნაწილობრივ მაინც დაინგრეოდა, როგორც  მშენებლები, ისე არქიტეტორი, 10 წლით თავისუფლებას კარგავდა.
ეს კოდექსი შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის ნაციონალური კოდექსის შემუშავებაში გამოიყენეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში  საცხოვრებელი სახლებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფდა მშენებლობის ხარისხს და ზედამხედველობას.
იმ დროს ჩამოყალიბებული სამშენებლო კომპანიები  ბევრს და უხარისხოდ აშენებდნენ. ბუნებრივიად გაჩნდა დაზღვევის მოთხოვნილებაც. მშენებლებმა დახმარება სადაზღვევო კომპანიებს სთხოვეს.

25.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia