სოფლის მეურნეობის დაზღვევა გააქტიურდება

2011 წელი ფინანსური სექტორისთვის პირველი სრულყოფილი და ჯანსაღი წელი იქნება 2008 წლის შემდეგ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს. „საქართველოს ფინანსურ სექტორს ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც.
ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ საბანკო სექტორი იქნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ლოკომოტივი,“ - აცხადებს ქადაგიძე.
ქადაგიძე სადაზღვევო სექტორზეც საუბრობს და ამბობს, რომ 2011 წლის მეორე ნახევარში სადაზღვევო კომპანიები სტანდარტული პროდუქტების განვითარებას გაააქტიურებენ. „ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიდან კერძო პროგრამებზე გადასვლა იმდენად სწრაფ ტემპებში მოხდა, რომ ამ პროცესმა პრაქტიკულად შთანთქა სადაზღვევო კომპანიების მთლიანი მენეჯმენტ-რესურსი. 2011 წელს მაღალი რგოლის მენეჯმენტი გამოთავისუფლდება რუტინული პრობლემებისგან და დაზღვევის სტანდარტული პროდუქტების განვითარებაზე დაიწყებს ზრუნვას. მაგალითისთვის, როგორიცაა ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის სფერო, მოსავლის დაზღვევა. ამის მოტივაციის გაზრდას ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

ჟურნალი "ლიბერალი"

24.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia