საგაზაფხულო აქცია ქალბატონებს!-"ჯიპიაისგან"

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ქალბატონებისთვის სპეციალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა.
თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები.
მთელი მარტის განმავლობაში მხოლოდ ქალებისთვის გვაქვს განსაკუთრებული ტარიფი - ავტოდაზღვევის სრული პაკეტი 3.5%-ად, ხოლო ნაწილობრივი დაფარვის პაკეტი: 2.5%-ად. ცხადია, აქცია მოიცავს ასევე საჩუქარსაც - ყველა ქალბატონს , რომელიც ავტოდაზღვევას შეიძენს საჩუქრად გადავცემთ ასევე პასუხისმგებლობის პოლისს - 5,000 ლარის ლიმიტით.”
ავტოდაზღვევის ნაწილობრივი დაზღვევის პაკეტი, რომლის ტარიფი წლიური 2.5%-ია, სრულად აანზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალს - მიუხედავად იმისა, თუ ვისი მიზეზით მოხდა ავარია. სრული პაკეტი კი ავტოსაგზაო შემთხვევის გარდა, ასევე დაფარავს შემდეგ რისკებს: ქურდობა, ყაჩაღობა, ბოროტგანზრახული ქმედება, სტიქიური მოვლენები და ხანძარი.

*ავტოდაზღვევის ტარიფი ითვლება დასაზღვევო ავტომობილის საბაზრო ღირებულებიდან და პოლისის წლიურ საფასურს შეადგენს. მაგალითად თუ ავტომობილის ღირებულებაა 7,000$, აქციის ფარგლებში სრული პაკეტი თვეში სულ რაღაც 20$ დაჯდება, ხოლო ნაწილობირვი დაფარვა - $14.5.
პასუხისმგებლობის პოლისი დაფარავს ზარალს, რომელიც დაზღვეული ავტომობილის მიზეზით მოხდა - თუ მაგალითად, ავტომობილი სხვას დაეჯახა, პასუხისმგებლობის პოლისი აუნაზღუარებს დაზარალებული მხარეს ხარჯებს (მანქანის შეკეთება თუ დაშავებულის მკურნალობა).

თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაზღვევა აუცილებელია ყველა ავტომფლობელისთვის - ამ პოლისით დაცული ხარ იმ შემთხვევაში, თუ შენი მიზეზით სხვა ავტომობილი დაზიანდა - დაზარალებულ მხარეს ჩვენ ვუნაზღაურებთ თანხას. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ აქციის ფარგლებში ქალბატონებისთვის შეგვეთავაზებინა ეს პოლისი საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პაკეტით ქალი მძღოლები უფრო საიმედოდ იგრძნობენ თავს”.

აქცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.
04.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia