"პარტნიორისა" და "თეგეტა მოტორსის" ერთობლივი პროდუქტი

სადაზღვევო კომპანია "პარტნიორს" და კომპანია "თეგეტა მოტორს" შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. პროდუქტი  PREMIUM CASCO 9 მარტს გამოვა ბაზარზე და „პარტნიორის“ და „თეგეტა მოტორსის“ ოფისებში გაიყიდება.
მემორანდუმს  ხელი ორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მოაწერა.
მათივე განცხადებით, დაინერგა ახალი პროდუქტი პრემიუმ კასკო, რომელიც მოიცავს როგორც ავტომობილების დაზღვევას, ასევე მის მომსახურებას, დაწყებული მათი უფასო დიაგნოსტიკით და დამთავრებული ავტომობილების შეკეთებით და ავტოსათადარიგო ნაწილების შეღავათიანი ტარიფით შეძენით თეგეტა მოტორსის ცენტრებში.
გარდა ამისა, სადაზგვევო კომპანია საკუთარ თავზე აიღებს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესის მართვას - საბუთების მოძიება მოხდება სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მიერ.
ზარალის ანაზღაურება მოხდება პარტნიორის უკვე კარგად ნაცნობი გამარტივებული პროცედურით, 3 სამუშაო დიღს ვადაში. პარტნიორისა და თეგეტა მოტორსის ერთობლივი პროდუქტის ყველა მფლობელი დამატებით დასაჩუქრდება სამოგზაურო დაზღვევით.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. დღეიდან კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჩვენი ახალი ერთობლივი პროდუქტით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ მომსახურების მაღალი ხარისხი, დაზოგონ დრო და თანხა, ერთი პროდუქტის შეძენით მიიღონ რამდენიმე პროდუცქი და მომსახურება"- აღნიშნა სადაძღვევო კომპანია პარტნიორის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ.

კომპანია "პარტნიორი" დაარსდა 2007 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური მზარდი სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული და ინდივიდუალური დაზღვევა.

"თეგეტა მოტორსი" ცნობილი ბრენდია არამარტო საქართველოში არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ბაზარზე ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. კომპანია საქართველოში 300-მდე მსოფლიოში განთქმული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებით.

 

09.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia