ავტო დაზღვევის ინოვაციური პროდუქტი "აი სი ჯგუფისგან"

აი სი ჯგუფი საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.
ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად სადაზღვევო ბაზარზე აი სი ჯგუფის დაზღვევის შეძენისას მომხმარებლები საშეღავათო პერიოდითაც ისარგებლებენ. პოლისის გამოწერის შემდეგ დაზღვეულს შესაძლებლობა ექნება 10 დღის განმავლობაში გააქტიუროს საკუთარი სადაზღვევო პოლისი ბანკში პრემიის გადახდის საშუალებით. აქტივაციის დასტურს კი მოკლე ტექსტური შეტყობინებით საკუთარ მობილურ ტელეფონზე მიიღებს.
ახალი პროდუქტის შეძენისას ყველა მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ფასდაკლების ბარათი აი სი ჯგუფის პარტნიორ კომპანიებში და ასევე უფასოდ გაუაქტიურდება SMS სერვისი, რომელიც მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაეხმარება საკუთარი სადაზღვევო სქემის მართვაში.
ავტო დაზღვევის პაკეტის ღირებულება 2.7%-დან იწყება და მისი შეძენა განვადებითაც არის შესაძლებელი.
პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.

11.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia